ათენში კლინიკაში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მყოფი ემიგრანტის ო.მ. -ს ახლობლები საქართველოს ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ

0
3680

ათენში სოტირიას კლინიკაში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მყოფი ემიგრანტის ო.მ. -ს ახლობლები საქართველოს ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ.

როგორც ახლობლებმა ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრში სატელეფონო ზარის დროს განაცხადეს მათ უკვე მიმართეს ათენში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე და ამ დრომდე 1958 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქის ო.მ. -ს მოსანახულებლად და ვითარების შესასწავლად ადგილზე არავინ მისულა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ახლობლები თანადგომას და ყურადღებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა საგანგაშოდ დამძიმდა და მას ფეხზე დგომაც აღარ შეუძლია , ამიტომაც მიმართეს დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლების დიპ. მისიის წარმომადგენლობას და იმედოვნებენ რომ ხვალიდან სათანადო ყურადღება მიექცევა მათ თხოვნას .