თაკო მელიქიშვილმა რუსეთში პოპულარულ ბითბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა

0
847

14 თებერვალს, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა შედგება. დუეტი თაკო მელიქიშვილმა რუსეთში პოპულარულ და ცნობილ ბითბოქსერ ვახტანგ კალანდაძესთან ერთად ჩაწერა, რომლის რუსული ვერსიაც მალევე ჩაიწერება.

ვახტანგი ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. თავის დროზე მან დუეტები ჩაწერა ვალერი მელაძესთან, „ვია გრასთან“, სოსო პავლიაშვილთან.

კომპოზიტორმა ცირა ბზიშვილმა სპეციალურად თაკო მელიქიშვილისთვის შექმნა სიმღერა, რომლის სახელწოდებაც არის „მერე“ და თაკომ თავისი პარტია ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაწერა, ხოლო ვახტანგმა მოსკოვში, გიგა კვენეტაძის სტუდიაში.

კომპოზიციაზე კლიპის გადარებები ათენში მოსკოვსა და თბილისში გადაიღებენ. მასზე რეჟისორი ზურაბ ციციშვილი იმუშავებს.