თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

0
567

თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას „წლის გიგანტია“. ესპანეთში კალათბურთის წლის შემაჯამებელ, საზეიმო ღონისძიებაზე „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი გახდა.

ესპანეთის კალათბურთის ლიგის „წლის გიგანტი“ ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს ნიშნავს, რაც თორნიკე შენგელიასა და ქართული კალათბურთისთვის დიდი აღიარებაა.

Premios Gigantes-ს დაჯილდოების ცერემონია მადრიდში გაიმართა. ქართველ კალათბურთელს პრესტიჟული ჯილდო ლიგა ენდესას ხელმძღვანელმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა პირადად გადასცა.

დაჯილდოების ამავე ცერემონიაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ წლის „გიგანტი გუნდის“ წოდება დაიმსახურა.