კანადაში საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს 2017 წლის ანგარიში ქართულ რესტორანში შეხვედრისას ჩააბარა

0
4814

კანადაშიკანადაშიკანადაში საქართველოს ელჩი  კონსტანტინე ქავთარაძე ტორონტოში მცხოვრებ ქართველებს ტორონტოს ქართულ რესტორან „Georgia” -ში, საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შეხვდა და უმასპინძლა.

ელჩმა დამსწრეებს გააცნო საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებსაც საელჩო ახორციელებს კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით. მან აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრები, რომელთა დროსაც ელჩი ანგარიშს ჩააბარებს კანადაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საქართველო-კანადის ურთიერთობების შესახებ, ტრადიციად იქცევა. ტორონტოში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ელჩმა საელჩოს მიერ შეძენილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასკოლო მასალა გადასცა.

ტორონტოელმა ქართველებმა მადლიერება გამოხატეს საელჩოს მხრიდან ამგვარი ღონისძიების ორგანიზებისთვის. სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. მიღებაზე მოწვეული იყო ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის მკვლევარი სტეფან ბატიუკი, რომელმაც, ამერიკელ, ფრანგ, იტალიელ, ისრაელელ და დანიელ კოლეგებთან ერთად, მეცნიერულად დაადასტურა, რომ ქართულ კულტურულ მეღვინეობას 8000 წლოვანი ისტორია აქვს. საღამო გვიან საღამომდე გაგრძელდა, ისმოდა საქართველოსა და კანადის სადღეგრძელოები. ჩვენი თანამემამულეების თქმით, მათ დიდხანს ემახსოვრებათ ეს შეხვედრა.