რა დაიწვა ქუთაისის ბაზრობაზე და ვინ რა ზარალი მიიღო

0
822

ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ბაზრობის დაახლოებით ასი კვადრატული მეტრი, ადმინისტრაციის ოთახები.

არ დაზარალებულან მეწარმეები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობდა. გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.