ბერძენი ბიზნესმენების განცხადებით საქართველოში თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ

0
5566

ნიკოლაუს კაცულასმა მის ბერძენ პარტნიორებთან ერთად დიღომში მდებარე 2 ჰა მიწის ნაკვეთი 2008 წელს 5 მილიონ 200 ათას დოლარად შეიძინეს. ინვესტორებს სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა 2012 წელს თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდნენ. ყალბი მინდობილობით მათი თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთი სხვა პირმა ჯერ გაასხვისა, ახალმა შემძენმა კი სესხის უზღუნველსაყოფად გამოიყენა. ეს დავა წარმატებით დაასრულეს, თუმცა მაინც მოუწიათ მათივე საკუთრებაში თანხის გადახდა.

დავა მიწის ნაკვეთზე 2012 წელს არ ამოწურულა. კაცულასმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2017 წელს შეიტყვეს, რომ მათი მიწის ნაკვეთი კვლავ სადაო გახდა.აღმოჩნდა, რომ ანა ონიანმა შპს ორიენტის სახელით დავა დაიწყო მიწის ნაკვეთზე,რომელსაც „ორიენტი“ 1999 წლიდან აღარ ფლობს.

სადავო მიწის საქმეს რამდენიმე დღის წინ მთავარმა სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც საუბარია ,რომ 1999 წელს ონიანს ქონება პროკურორ გიორგი ბადაშვილის სახელით წაართვეს , მიწის ამჟამინდელ ბერძენ მესაკუთრეებს კი სწორედ აღნუშნული პროკურორი მფარველობს.

სიუჟეტში მონაწილოებს პროკურორ გიორგი ბადაშვილის მამიდა, ია ბადაშვილი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბერძენ ინვესტორებს წლების წინ კომუნიაციაში ეხმარებოდა.

მიწის ერთ-ერთი მესაკუთრე ნიკოლაუს კაცულასი bm.ge-თან აცხადებს, რომ აღნიშნული სიუჟეტით ანა ონიანი ჩვეულებრივი სამოქალაქო დავის პოლიტიზირებას სცდილობს და რომ მას საერთოდ არ სმენია პროკურ ბადაშვილის შესახებ, თუმცა ადასტურებს, რომ წლების წინ ურთიერთობა აკავშირებდათ მის მამიდასთან, ია ბადაშვილთან.

„2012 წელს, ვინაიდა მისვლა -მოსვლა გვჭირდებოდა. აქ ვიცნობდით ჩამოსულ ბერძნებს და ქართველებს. ია ბადაშვილი გვეხმარებოდა თარგმანში, მხოლოდ აქედან ვიცნობთ. არანაირი შეხება არ გვქონია, არც შევხედრილვართ მის ძმისშვილს ბადაშვილს, რომელსაც ახსენებენ სიუჟეტში, წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის“-აცახდებს კაცულასი.

ანა ონიანი, რომ ტყუის , ამაზე მიუთითებს ინვესტორების უფლებადამცველიც. ლაშა ნოდიას განმარტებით, ონიანს სასამართლო დავაში არ განუცხადებია და მითუმეტეს არ უცდია დაემტკიცებინა, რომ მიწის დღევანდელ მესაკუთრეებს რაიმე შემხებლობა ჰქნდათ შპს ორიენტის მიწის თავდაპირველ ან შემდეგ შემძნებთან, შესაბამისად მთავარის სიუჟეტში აშკარად ტყუილი იყო ნათვქმი, რომ პროკურორ ბადაშვილის სახელით მოხდა ონიანისთვის ქონების წართმევა და რომ ის მიწის დღევანდელ მესაკუთრეებს მფარველობს. ნოდიას თქმით, ტყუილია ისიც, რომ ონიანმა მხოლოდ 2014 წელს შეიტყო, რომ მისი ნაკვეთი გასხვისებული ყოფილა.

„აქ ორი გარემოებაა მნიშვნელოვანი, პირველი შპს ორიენტის დირექტორია ანა ონიანი, ორიენტს ჰყავდა 4 პარტნიორი მათ შორის 3 პარტნიორო მუდმივად იყო საქართველოში და ონიანმაც 2014 წლამდე რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში, შპს ორიენტს ევალებოდა ეწარმოებინა ბუღალტერია, ევალებოდა გადეხადა სულ ცოტა მიწის გადასახადი, და თუ ონიანი და მისი კომპანია ვალდებულებებს შეასრლებდა სახელმწიფოს მიმართ სულ ცოტა მათ ადვილად შეეძლოთ იმის დანახვა, რომ 1 999 წლიდან ისინი აღარ წარმოადგენენ ამ მიწის მესაკუთრეებს.

შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მხოლოდ 2014 წელს გაიგო მან, რომ ორიენტს აღარ აქვს მიწის ნაკვეთი, სიცრუეა და ძნელად დამაჯერებელია ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის.

მითუმეტეს შს ჯაოკენს 2006-2008 წლებში ორი წლის განმავლობაში ჰქონდა აბრა გამოკრული მიწის ნაკვეთზე, რომ ეს მიწა იყიდებოდა. დიდი აბრა იყო, რომელიც შესამჩნევი გახდა ბერძენი ინვესტორებისთვის, ბუნებრივია შესამჩნევი გახდებიდა ორიენტის პარტნიორებისთვის, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ მუდმივად“-განმარტავს ლაშა ნოდია.

„ ჩვენ ვართ გაოცებული, როგორ შეიძლება 1999 წლის მერე არ გქონდეს საკუთრებაში ქონება და 2017- ში გახსენდებოდეს. ანა ონიანი ცდილობს გაგვიტეხოს სახელი, გვაყენებს მორალურ ზინას. ამდენი წელი სასამართლოს კარზე ვართ და ვერ ვსარგებლობთ ჩვენი მიწის ნაკვეთით“-აცხადებს ბერძენი ინვესტორი, ნიკოლაუს კაცულასი.

კაცულასი გვიყვება, რომ 2012 წელს წარმოებული დავის დროს ბერძენ ინევსტორებს ია ბადაშვილი და ადვოკატი ზურაბ მამულაშვილი წარმოადგენდნენ,რომლებიც მთავარის სიუჟტშიც მონაწილოებენ.

2017 წელს,როცა ონიანმა მიწის ნაკვეთზე დავა წამოიწყო საგულისხმოა, რომ ბერძენი ინვესტორები არ იყვნენ ინფორმირებულები ია ბადაშვილის და ადვოკატ ზურაბ მამულაშვილის მხრიდან იმის თაობაზე, რომ ანა ონიანის სარჩელის გამო მიწის ნაკვეთს ყადაღა დაედო და ამის გამო არ მომხდარა ყადაღის თაობაზე სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა. სწორედ ამის შემდგომ გაწვიტეს მათ თანამშრომლობა მამულაშვილთან.

„რელურად ჩვენ აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში, ვერ ვსარგებლობდით ქონებით, რის გამოც დავიწყეთ დავა ადვოკატთა ასოიაციაში ადვოკატ ზურაბ მამულაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევიუისთვის“-ამბობს კაცულასი.

ლაშა ნოდიას შეფასებით, სწორედ ზიანს მიყენებაა ონიანის სტრატეგია ამ დავაში, რათა მიყენებული ზიანის სანაცვლოდ დაითანხმოს ბერძენი ინვესტორები დავის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაუხადონ ონიანს საკმაოდ დიდ ოდენობის თანხა.

სწორედ მამულაშვილის შუამავლობით შედგა შეხვედრა ბერძენ ინვესტორებსა და მოდავე ანა ონიანს შორის, სადაც ონიანმა დავის შეწყვეტის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებისგან მილიონ 200 ათასი დოლარი მოითხოვა.

„ანა ონიანთან გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი რადგან ის ფაქტიურად ცდილობს თანხის გამოძალვას იმ ქონებაში, რაც ჩვენი კანონიერი საკუთარებაა. ამ შეხვედრის შემდეგ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მამულაშვილი იყო გარკვეულ გარიგებაში ანა ონიანთან. ვინაიდან მანამდე, როცა დაყადაღდა ქონება მან გასაჩივრება არ მოახდინა, ამის შემდეგ ყველანაირი კავშირი ბადაშვილთან, ონიანთან და მამულაშვილთან გაწყვეტილი გვაქვს“-აცხადებს კაცულასი.


ლაშა ნოდია ეჭვობს, რომ ანა ონიანი პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ცდილობს, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და მიწას კვლავ მის კანონიერ მფლობელებს მიაკუთვნებს.

„სააპელაციო სასამართლოში როცა მიმართეს არ გადიხადეს ბაჟი, რა ხდება ამ შემთხვევაში ?სააპელაციო ადგენს ხარვეზს და ეუბნება, რომ ამ ვადაში შემოიტანე თანხა. მოსარჩელემ მიუთითა მისამართი, რომელზეც ისინი ვერასოდეს ჩაიბარებენ დოკუმენტს სასამართლოდან, სასამართლო იძულებულია მეორედ გაუგზავნოს.

როგორც ვიცით სასამართლო დაუკავშირდა ადვოკატს. მათი ინტერსი დავის დროულად დასრულება არ არის, ისინი ყველა ბერკეტს პოულობენ ეს დავა გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი ზარალი მიიღოს მესაკუთრეებმა იმისათვის, რომ რაღაც თანხა გამოსტყუონ“-განმარტავს ნოდია.

მისი თქმით, მათი მხარის პოზიციაა, რომ არცერთ თეთრს არ გადაუხდის ანა ონიანს, რადგან ის არაკეთილსინდისიერად იქცევა.
„რატომ არის ანა ონიანი თამამი ამ დავაში? ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ ზიანის კომპენსირება მოსარჩელეს. მოსარჩელე არის შპს ორიენტი, რომელსაც არანაირი აქტივი არ გააჩნია, შესაბამისად დღეს განხვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ვუჩივლოთ თავად ანა ონიანს, რომ ის ზიანი, რაც მიადგათ მესაკუთრეებს, ონიანს გადავახდევინოთ.თუმცა ეს შესაძლებელი გახდება დავის დასრულების შემდეგ“-აცხადებს ნოდია.
რაც შეეხება მიმდინარე დავას, ადვოკატი განმარტავს:

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახავთ, რომ მოსარჩელეების ძირითადი არგუმენტი იყო ორი რამ, რომ ერთი ნოტარიუსმა დაარღვია კანონი 1999 წელს, როცა გაფორმდა ხელშეკრულება და მეორე საჯარო რეესტრის თანამშრომელმა რომელიღაც საარქივო დოკუმეგტში ხელით გააკეთა ჩანაწერი.

ამ ორივე ფაქტს არანაირი შემხებლობა არ აქვს 2008 წელს „ჯაოკენისგან“ მიწის ნაკვეთის შეძენასთან. ამ დავაში მოსარჩელეებს არ ჩაურთავთ მოპასუხეებად არც ნოტარიუსი და არც საჯარო რეესტრი. შესაბამისად ამ ფაქტების გადამოწმება ამ დავაში ვერ მოხდებოდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ წარვუდგინეთ მტკიცებულებები სასამართლოს, რომ ეს ორი ფაქტიც არ შეესაბამებიდა სინამდვილეს. მოსარჩელეების არგუმენტები არ იყო დასაბუთებული, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ რომც ყოფილიყო ეს ფაქტები დადასტურებული, ეს ვერ მოახდენდა გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ჯაოკენისგან“ მიწის ნაკვეთს შეძენასთან. სასამართლომ ხელშეკრულება დატოვა ძალაში“ .

დავის დასრულების შემდეგ ბერძენ ინვესტორებს მიწის ნაკვეთის გაყიდვა და საქართველოს დატოვება აქვთ გადაწყვეტილი.

(c) https://bm.ge/