ბათუმში თურქეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა

0
1754

ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მამაკაცს ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.