კიდევ ერთი გარდაცვლილი და საგანგაშო მდგომარეობის ზღვარი იტალიაში – კორონავირუსის მსხვერპლი ამჯერად იტალიელი ადრიანო ტრევიზანია

0
3816

კიდევ ერთი გარდაცვლილი და საგანგაშო მდგომარეობის ზღვარი იტალიაში – კორონავირუსის მსხვერპლი ამჯერად იტალიელი ადრიანო ტრევიზანია – ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ძაიას განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ადასტურებს .

78 წლის ადრიანო ტრევიზანი პადუის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი 10 დღის წინ მოათავსეს სხვადასხვა პათოლოგიით. პაციენტს კორონავირუსზე ჩაუტარეს ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი დაავადებული 67 წლის მამაკაცი იმყოფება პადუის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში, რომლის ტესტი კორონავირუსზე, ასევე, დადებითი იყო. მამაკაცი თავიდან მირანოს (ვენეცია) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ დოლოს (ვენეცია) რეანიმაციაში, ბოლოს კი, მდგომარეობის გაუარესების გამო პადიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ანსას“ ინფომაციით, მე-16 შემთხვევა დაფიქსირდა კრემონაში (ლომბარდია), სადაც დღეს ყველა სკოლა და საზოგადოებრივი დაწესებულება დაკეტილია.

აგრეთვე, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა, სკოლები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებები კი დახურა ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა.

ამჟამად ლოდის პროვინციის 50 ათასამდე მცხოვრები, ფაქტობრივად, კარანტინში იმყოფება საკუთარ სახლში – მათ ადგილორბივმა მთავრობამ სახლიდან გამოსვლისა და სოციალური კონტაქტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ინდიცირებულთა შორის 5 მედიკოსი და ერთი – ფეხმძიმე ქალია.

ამჟამად ექიმები ასობით პირს იკვლევენ, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ბრიუსელიდან, ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნებულმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.

„ჩვენ ყველა აუცილებელი ზომა მივიღეთ და მზად ვართ შემდგომი მოქმედებებისთვის, თუ აუცილებლობა იქნება“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.