რატომ იმარაგებენ ასე ინტენსიურად წყალს და სურსათს, იტალიელები ვერ გეტყვით – ემიგრანტის მონათხრობი

0
1587

დაძაბული სიტუაციაა იტალიაში, ნერვები დაწყვეტაზე აქვს ხალხს, ეს საინფორმაციო გადაცემები კიდევ უფრო ძაბავენ მდგომარეობას, დაპანიკებულმა ხალხმა უცებ დააცარიელა დახლები მილანის დიდ სუპერმარკეტებში. რატომ იმარაგებენ ასე ინტენსიურად წყალს და სურსათს, იტალიელები ვერ გეტყვით, შეიძლება საწარმოების დაკეტვის მერე პროდუქტის დეფიციტის ეშინიათ, ზოგადად მშიშარა ხალხი რომ გახლავთ და მომეტებული წვიმის და თოვლისაც რომ ეშინიათ, ეს თქვენც ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ასეთი სიჩქარით გავრცელება ვირუსის მე პირადად არ მჯერა, უბრალოდ გაძლიერებულმა კონტროლმა უსაფრთხოების მიზნით ერთდროულად მეტი იმფიცირებული გამოავლინა და
უფრო მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, უბრალოდ ჯერ არ იციან
და არც ის არის გამორიცხული, რომ ბევრმა ადამიანმა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსის ფორმით უკვე მოიხადა და ანტისხეულების მატარებელიც არის. ჯერ მარტო საქართველოში ისეთი ვირუსული ეპიდემია იყო ამ ზამთარს ძლივს გამოვიდა ხალხი მდგომარეობიდან, მწვავე ბრონქიტი და თავის ტკივილი, მაღალი სიცხეები. ზუსტად იგივე სიმპტომებია, იქნებ კორონაც იყო ვინ გვეტყვის სიმართლეს თორემ კი  მოკლედ იმის თქმა მინდა, არ ავყვეთ პანიკას და დავიცვათ უსაფრთხოების წესები. რაც უკვე მრავალჯერ დაიწერა ჩვენს ჯგუფშიც.. მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, ჩვენ ისედაც ხშირად არ გამოვდივართ გარეთ და ახლა როცა გამოვალთ თითო თავი ნიორი და ერთი ბოთლი არაყი რომ ვიქონიოთ სამეგობრო დავჯდეთ სადმე შორეულ სკვერში და მეგობრების სადღეგრძელო დავლიოთ, დამიჯერეთ ვერანაირი ვირუსი ვერ მოგვერევა ავტობუსით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნუ ვისარგებლებთ. როგორც ამბობენ გაზაფხულზე ვირუსი უკან დაიხევს და ზაფხულში უვნებელი გახდება არც ისე ბევრი დარჩა გაზაფხულამდე  მოვეფეროთ ერთმანეთს და სულიერად მაღლა დავდგეთ დავეხმაროთ სამსახურით, უმუშევრებს რათქმაუნდა უფულოდ, ისინი ვინც ახლა აპირებენ წამოსვლას იტალიაში, ნუ წამოვლენ ჯერჯერობით და ვინც აქ ვართ ღმერთის შეწევნით ზუსტად ვიცი კარგად ვიქნებით . 80 %სამ დღეში იკურნებაო ხალხნო დაღუპულები მოხუცები იყვნენ, თუმცა ყველა ცოდოა რათქმაუნდა… მიიღეთ ფორთოხალის და ლიმონის წვენი გაიძლიერეთ იმუნიტეტი და იყავით მშვიდად ძვირფასებო 

პ.ს. საერთო საცხოვრებელ ბინებში, იქ სადაც დროებით უმუშევრები ცხოვრობენ, ბინის მეპატრონეებმა მომეტებულად დაიცვან ბინის ჰიგიენის წესები და ასევე მათი მობინადრეებისაც  ეკონომიას, ნუ ანაცვალებენ სიცოცხლეს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ნათქვამია – წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი სოციალურ ქსელში.