საბერძნეთში კორონა ვირუსზე საშიში „ა“ ჯგუფის შტამის ქვეტიპების ვირუსი გამოვლინდა

0
6250

საბერძნეთში სეზონურ გრიპს გასული ერთი კვირის განმავლობაში 17 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, ოქტომბრიდან მოყოლებული, გარდაცვლილია 77 პაციენტი. ამის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ განაცხადა.

უწყების ცნობით, პაციენტებში ჭარბობს „ა“ ჯგუფის შტამის ქვეტიპები – A (H3N2) და A (H1N1).

რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, საბერძნეთში დღეისთვის სამი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის ორი სალონიკში, ერთი კი – ათენში. ინფიცირებულები ქვეყანაში იტალიიდან შევიდნენ.