ირაკლი ღლონტი ემიგრანტების პრობლემების მიმართ ოპოზიციის გააქტიურებას აანონსებს

0
1733

ოპოზიციის და პარტია ,,კანონი და სამართალი” -ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ღლონტი ქართული დიასპორის და ემიგრანტების პრობლემების მიმართ ოპოზიციის გააქტიურებას აანონსებს და აცხადებს რომ ემიგრანტების ჩართულობით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალ ხედვებს უახლოეს მომავალში ჩაეყრება საფუძველი. მისი განცხადებით: .. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ისინი გაურბიან ტოტალურ უმუშევრობას, კრიმინალს, კორუფციას და ამ გზით ცდილობენ ოჯახის და ქვეყნის მხარდაჭერას.

მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაუქმდა ერთადერთი სახელმწიფო უწყება – დიასპორის სამინისტრო, რომლის ვალდებულება იყო ეზრუნა ჩვენს ხალხზე საზღვარგარეთ. წლებია ვმუშაობ ემიგრაციის და დიასპორის საკითხებზე, სამწუხაროდ ჩვენს ემიგრანტებს ძირითად შემთხვევაში დახურული აქვს საელჩოების და საკონსულოების კარი, ხშირად ტელეფონზეც კი არ პასუხობენ, შესაბამისად ისინი ჩვენ ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავს მზრუნველობის მიღმა, რაც უკიდურესი უპასუხისმგებლობაა ყველაზე მინიმუმ მორალური თვალსაზრისით.

დიასპორის სამინისტრო არ იყო წარმატებული უწყება, მაგრამ გაუქმების ნაცვლად იგი საჭიროებდა რეფორმირებას და გაძლიერებას.

ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ხოლმე მოსაზრებებს და ხედვებს ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით, მანამდე კი მსურს მოგცეთ სიტყვა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებაში მოსვლამდე წარმოგიდგინოთ სტრატეგიული გეგმა, მათ შორის ქართველი ხალხის სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის ეროვნული მექანიზმები.

მოგმართავთ თხოვნით, გთხოვთ, გამიზიარეთ ამ საკითხებზე თქვენი მოსაზრებები და ერთად შევქმნათ 2020 წლის ნოემბრიდან ასამოქმედებელი პროგრამები. – აცხადებს ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერი.