იტალიაში ინფიცირებული პირი საავადმყოფოდან გაიქცა

0
1333

იტალიის ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა.

როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დელა სერა“ იუწყება, მამკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აღმოუჩინეს კორონავირუსი, ბერგამოდან კომოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინფექციურ დაავადებათა იზოლატორში მოათავსეს.

როგორც გაზეთი იუწყება, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.

მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინიერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. ამასთან, მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.

პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

ტაქსის მძღოლმა, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა, ამბობს, რომ არ იცოდა, მგზავრს კორონავირუსი თუ ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.