ათენში, ევანგელიზმოს საავადმყოფოში ადგილობრივი მედ. პერსონალი არ ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს

0
12897

ათენში, ევანგელიზმოს საავადმყოფოში ადგილობრივი მედპერსონალი არ ადასტურებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც მომწავლელი ნივთიერებისმიღების შედეგად იყო მოთავსებული აღნიშნულ კლინიკაში. როგორც რამდენიმე დღის წინ ემიგრანტები იტყობინებოდნენ კლინიკაში მოთავსებული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც თავის მკვლა სცადა გარდაიცვალა და მის დასაკრძალად თანხის შეგროვების ორგანიზებასაც აპირებდნენ.

შეგახსენებთ რომ შუა ხნის ქალბატონმა რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მომწავლელი ხსნარი თვითმკვლელობის მიზნით დალია რადგან სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსხველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის თავად იღებს აღნიშნულ ვიდეოს , სადაც ის აზიური წარმოშობის მომაკაცთან ერთად ჩანს.

როგორც ემიგრანტების ნაწილი აცხადებენ გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ხელოვნურად არის გავრცელებული ვინაიდან ბერძნული კლინიკა როგორც უკვე ავღნიშნეთ არ ადასტურებს მსგავსი სახის მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

ათენში მცხოვრებ ემიგრანტებს მოგიწოდებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოერიდოთ თანხის გაცემას, რომელიც აღნიშნული პირის ვითომ ე.წ. დაკრძალვის ხარჯებს უნდა მოხმარდეს, ვინაიდან მსგავსი ფაქტი ბერძნულმა კლინიკამ, სადაც დასახელდა თანხის შემკრებების მიერ რომ გარდაიცვალა არ დაადასტურა და არც ათენში საქართველოს საკონსულოში შესულა მსგავსი სახის განაცხადი, რომელიც საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას უკავშირდებოდა.