სრულიად იტალია კარანტინზე გადადის, დარჩით სახლში

0
5522

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სრულიად იტალიის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება.. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ეს ზომა 10 მარტს ამოქმედდება და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.

ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დღეს მთლიანად იტალია ლომბარდიის რეგიონის მსგავსია.

„ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩენი ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ იტალიის სასარგებლოდ: ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 3 აპრილამდე შეჩერდება. ასევე შეჩერდება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების, სპორტული ტურნირების ჩატარება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.