ათენში თანამემამულეების დასახმარებლად ახალი სამოქალაქო ინიციატივა ამოქმედდა

0
2557

როგორც ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის განცხადებიდან ხდება ცნობილი ათენში თანამემამულეების დასახმარებლად ახალი სამოქალაქო ინიციატივა ამოქმედდა აღნიშნულ განცხადებაშია ნათქვამი :,, GDCC- განცხადება ათენში საქართველოს მოქალაქეთა დახმარების შესახებ 22 მარტის მდგომარეობით.
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო პანდემიის COVED-19 დაწესებული რეგულაციების და საერთაშორისო ფრენების შეწყვეტის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა დამხმარების კუთხით, რომლებიც დროებით ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას ათენში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთან თანამშრომლობით მოხერხდა მათი დროებითი დაბინავება ემიგრანტების დახმარებით რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებთ.
ასევე აღვნიშნავთ, რომ გუშინ 21 მარტს ერთობლივი ძალისხმევით დაბინავდა 14 ჩვენი თანამემამულე,რომლებიც დარჩნენ თავშესაფრის და ფინანსური სახსრების გარეშე და ელოდებიან სამშობლოში დაბრუნებას.
ძვირფასო თანამემამულენო გთხოვთ ამ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალურად გამოვიჩინოთ სოლიდარობა და მცირედი წვლილი შევიტანოთ ჩვენი საერთო პრობლების გადაჭრისთვის, ვინაიდან მომდევნო დღეებში სასტუმროების დახურვის გამო თავშესაფრის გარეშე კიდევ ათეულობით მოქალაქე მსგავსი პრობლემის წინაშე დგება უახლოეს დღეებში საჭიროებენ მსგავს დახმარებას და გვერდით დგომას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ ამოქმედდა სატელეფონო ცხელი ხაზი და მაქსიმალურად სწრაფად ვრეაგირებთ საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად ჩვენი თანამემამულეების პრობლემების შესამცირებლად. ასევე შეიქმნა დასახმარებელი ფონდი და ქველმოქმედი ადამიანების ჩართულობით და აქტიურობით გროვდება მცირე ფინანსური სახსრები ზემოთ აღნიშნული პრობლემების მქონე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ გამოიჩინოთ სამოქალაქო სოლიდარობა და მცირე წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:☎ +30 211 41 71 71 2 , +30 694 52 57 183 თანხის ფონდში შეტანა შესაძლებელია ასევე გადარიცხვით პასუხისმგებელი პირის სახელზე.
რაც შეეხება საბერძნეთში მოქმედ ბიზნეს ორგანიზაციებს და მათ ხელმძღვანელებს მზად ვართ უშუალოდ მათთვის ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოთ მათი ფონდში თანამონაწილეობა.
პატივისცემით ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე