საქართველოში მოქალაქეთა დასაბრუნებლად დანიშნული ფრენების განრიგი

0
18628

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ რეისების თარიღები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი.

„გუშინ, პრემიერის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად, შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

დღეს განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ბერლინსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში კონცენტრირებულ მოქალაქეებს. ხვალ განხორცილდება „ეგეოსის ავიახაზების“ მიერ თბილისისკენ რეისი, რომელიც ჩამოიყვანს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს და აქედან, საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს.

გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი რეისები:

26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი
31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი -თბილისი
3 აპრილი – თბილისის-ვარშავა-თბილისი
7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სპეცრეისებით მგზავრობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ლიმიტიმ „საქართველოს ავიახაზებმა“ უნდა დაიცვას. საბერძნეთის საელჩოს და საკონსულოს ცხელი ხაზი
699 577 9793