შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სერვისებმა (USCIS)დღეს გამოსცა ოფიციალური წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი განკარგულების შესახებ

0
3442

განკარგულება შეეხება ემიგრანტების მიერ კონგრესის წევრების მიმართვას საიმიგრაციო პროცედურების დაჩქარების მიზნით. მწვანე ბარათის თუ მოქალაქეობის მიღების პროცესში აპლიკანტები ხშირად მიმართავენ კონგრესმენებს დახმარებისთვის. გამომდინარე ბიუროკრატიული პროცედურებიდან, საიმიგრაციო სამსახური ხშირად ვადაზე გვიან აქვეყნებს პასუხს, ამიტომ ემიგრანტების ერთადერთ იმედად კონგრესმენის წერილი რჩება. ასეთ დროს კონგრესის წარმომადგენელი მიმართავს საიმიგრაციო სამსახურს თხოვნით კონკრეტული საქმის დროულად განსახილველად. <br>
&nbsp;როგორც საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი, რონალდ ატკინსონი იუწყება, უფრო გამკაცრდება კონგრესმენებისგან მათ სამსახურში შესული თხოვნების გადამოწმება. ახალი განკარგულებით, კონგრესის წევრს აღარ ექნება უფლება ჰქონდეს პირადი ურთიერთობა აპლიკანტის ოჯახის წევრებთან ან ადვოკატთან. პრობლემას ართულებს იმ ემიგრანტების მდგომარეობა, ვინც არ ფლობს ინგლისურ ენას. ენის ბარიერის მიუხედავად, მათ თარჯიმნის გარეშე მოუწევთ კონგრესის წევრთან ურთიერთობა. ასევე ახალი რეგულაციით, საიმიგრაციო სამსახური მოითხოვს პირადი საუბრის გარდა, კონგრესის წევრს ჰქონდეს მეტი წვდომა აპლიკანტის საიმიგრაციო დოკუმენტებთან, რომელიც იქნება ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და დადასტურებული ნოტარიულად. ეს დამატებით ხარჯებს მოუტანს აპლიკანტებს.