იტალიაში კორონავირუსის ინფექციისგან 2943 ადამიანი გამოჯანმრთელდა

0
849

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფექციისგან 2943 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში განკურნებულთა რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა.

დღეს ინფიცირებულია 107 699 ადამიანი, ერთი დღის განმავლობაში ეს რიცხვი 10-ით შემცირდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54 543-ს შეადგენს.

ვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით 187 327-ს მიაღწია.

იტალიაში კორონავირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 437 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამრიგად, ეპიდემიის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 25 085-ს მიაღწია.

იტალიაში იზოლაცია 3 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა მანამდე ზოგიერთი ბიზნესი უკვე გაიხსნა. მათ შორისაა წიგნების მაღაზიები, საკანცელარიო და საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიები.