ფრთხილად როცა საქმე ბავშვებს ეხება!

0
1618

რამდენიმე დღის წინ დიასპორულ მედია მაუწყებელს წერილის გამოქვეყნება გვთხოვეს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,მაშინ როცა მსოფლიო პანდემიის წინაშე ქართველი ემიგრანტებიც საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დგანან , ორ ქართველ ემიგრანტ ქალბატონს შორის დაწყებულ კონფლიქტს შესაძლებელია მოყოლოდა სავალალო შედეგი, რადგან ერთ ერთმა ქალბატონმა მეორე ქალის არასწრულწლოვან შვილს, რომელიც საქართველში იმყოფება ფეისბუქის საშუალებით დედაზე არასასურველი მესიჯები მისწერა, ბავშვზე ამ სმსებმა ძალიან ცუდად იმოქმედა და საფუძვლიანი შიში გაუჩინა. მესამე დღეა ბავშვს აღენიშნება თავის ტკივილები და ნერვული სპაზმი. საქმე ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს გადაეცა, საქმეში ფისოქოლოგი ჩაერთო და მოზარდის მშობლები აპირებენ აღძრან სისხლის სამართლის საქმე. შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია უკვე აქვთ და მხოლოდ ფსიქოლოგის დასკვნას და სმსმების თარგმანს ელოდებიან. ბავშვის ფსიქოლოგის თქმით ბავშვს შიშის საფუძველზე არ სძინავს, აქვს ნერვული სპაზმები და საჭიროებს რეაბილიტაციას. მოგეხსენბათ კანონმდენლობა კრძალავს ნებისმიერი ფორმით ბავშვზე ძალადობას. რადგან არასრულწლოვანი,რომელიც გარდატეხის ასაკში იმყოფება ნებისმიერი არასასურველი ფორმით ინფორმაციის მიწოდებაზე რისკია რომ სავალალო შედეგამდე მისულიყო. საქმიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა საკითხების გასაჯაროება არ ხერხდება. აქ უკვე მტყუან მართალის გარჩევას აღარანაირი აზრ აღარ ექნება როცა საკითხი ბავშვს ეხება. ამ მსოფლიო პანდემიის ფონზე, ისედაც დაძაბულ სიტუაციაში გვიწვეს ცხოვრება და ზრდასრულ ადამიანებს გვმართებს მეტი დაფიქრება. მითუმეტეს ნებისმიერ კონფლიქტში არასრულწლოვანის გამოყენება იარაღად არაფრით არ შეიძლება. ქალბატონებს შორის ნებისმიერი სახის დავა ცივილური ფორმითაც შესაძლებელია გადაწყდეს, და ამაში არასრულწლოვანის ჩრთვა დანაშულია.”