დეპორტაციის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში 30 ივლისს ლარნაკადან დააბრუნებენ

0
1874

დეპორტაციის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქებს სამშობლოში 30 ივლისს ლარნაკადან დააბრუნებენ. კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 30 ივლისს განხორციელდება და მას ავიაკომპანია Georgian Airways-ი შეასრულებს. თითოეულ მგზავრს კი სამშობლოში 23 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ-იანი ხელბარგის წაღების უფლება აქვს .

საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს”, – განმარტავენ კვიპროსში საქართველოს საელჩოში. 

შეგახსენებთ, რომ კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის სპეცრეისი 21 ივლისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა თარიღმა გარკვეული მიზეზების გამო 7 დღით გადაიწია.

როგორც DIASPORA.GE -სთვის გახდა ცნობილი სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დეპორტაციის თხოვნით ადგილსამყოფელი ქვეყნების შესაბამის ცენტრებს მიმართავენ ევროპის ქვეყნებიდან მომდევნო თვეებშიც დააბრუნებენ.