ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
20 წლის გამთამაშებელმა კონტრაქტი სერია ბ-ს კლუბთან, „ტალოს ბასკეტ რუვოსთან“ გააფორმა. ჟღენტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიც იტალიაში გამოდიოდა, თუმცა ტრავმის გამო 2 წელი გაუცდა. 2018 წელს საქართველოს 18-წლამდე ასაკის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, წელს კი 20-წლამდე გუნდში კონტინენტის პირველობის ბ-ე დივიზიონში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ტურნირი გადაიდო.
კახა ჟღენტი იტალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და ახალ გუნდს შეუერთდება.
წყარო:imedinews. 14