ათენში ბესიკ ხარანაულის წიგნის ,,ხეიბარი თოჯინა” ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია შედგა

0
377

31 ივლისს , ათენში საქართველოს საელჩოში საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბესიკ ხარანაულის წიგნის ,,ხეიბარი თოჯინა” ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა მიესალმა და ქართველი მწერლის შემოქმედების ბერძნულ ენაზე შესრულებული თარგმანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კუთხით.

წიგნი მწერალთა სახლის მხარდაჭერით ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Vakxikon Publications მიერ გამოიცა. თარგმანი კი სტერია კავალუს მიერ შესრულდა, რომელმაც ლექსები ბერძნულ ენაზე თარგმნა ინგლისურიდან ანი კოპალიანისა და ტიმ კერხერის თარგმანზე დაყრდნობით.

ბესიკ ხარანაულის ლექსებ ბერძნულ და ქართულ ენებზე ბერძენმა მწერალმა და მომღერალმა – იოვანა კალპაქსისმა და საბერძნეთში მოღვაწე მსახიობმა დავიდ მალტეზემ წაიკითხეს.

პრეზენტაციის შემდგომ ქართული მუსიკალური ჯგუფის მიერ იოვანა კალპაქსისთან ერთად ქართული და ბერძნული სიმღები შესრულდა, ხოლო მიწვეულ საპატიო სტუმრებს კაფე ,,ხინკალი და ხაჭაპურის” მიერ მომზადებული უგემრიელესი ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.