ელჩი საბერძნეთ -საქართველოს შორის Aegean Airlines შესრულებით თვეში მინიმუმ 4 ფრენას ითხოვს

0
6407

საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით – ,,გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში. ” ელჩი და მიიჩნევს რომ საბერძნეთ – საქართველოს შორის თვეში თუნდაც 4 ფრენა უნდა იყოს, ბერძენი დიპლომატი რუსთავი 2 თან ინტერვიუში აცხადებს რომ საჭიროა: ,, წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებში, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ. გვყავს ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოჯახის წევრები დროებითი ცხოვრების უფლების მქონეები, მათ აქვთ შიში რომ სამსახურებს დაკარგავენ.” დიმიტრიოს კარაბანლისი აცხადებს რომ : ,,იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით,რაც ვერ მივიღეთ.” – ამბობს ბერძენი ელჩი.