იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა ახალი ბრძანებულება, რომელიც იტალიაში მუშაობის დაწყება- გაგრძელების პროცედურულ რეგულაციებს განმარტავს.
როგორც ახალ დოკუმენტშია აღნიშნული იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იწყებს მუშაობას პრეფექტურაში დაბარებამდე, დამსაქმებელმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა გაიაროს კონსულტაცია შესაბამის დაწესებულებასთან, სადაც შესაძლებელია კონტრაქტის გაფორმება ან/ და კავშირი INPS -სთან.
აუცილებელია წარადგინოს საგადასახადო ფისკალური კოდი(თუნდაც დროებითი ვადით შექმნილი) და ნებისმიერი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. მისი დროებით არქონის შემთხვევაში,შესაძლებელია მიეთითოს პუბქტი ,,ბინადრობის მოწმობის მოლოდინში.”
რაც შეეხება ფორსმაჟორის გამო (მაგალითად დამსაქმებლის გარდაცვალება ან დამსაქმებელი კომპანიის გაკოტრება ) სამუშაოს შეწყვეტის შემთხვევას დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა კვლავ გააგრძელოს საქმიანობა , მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია დასაქმდეს გარდაცვლილი დამსაქმებლის ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი ახალი მოთხოვნით და შეინარჩუნოს ბინადრობის უფლება.
ახალი რეგულაციის თანახმად დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ყავდეს არაუმეტეს სამი დამსაქმებელი, საათების რაოდენობის გადანაწილების შესაბამისად თუ თვიური ხელფასი, ერთ დამსაქმებელთან არანაკლებ 458.83 ევროს შეადგენს, რითაც დაადასტურებს, შიდა სექტორში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში , მეცხოველეობა, მეთევზაობა, მეცხოველეობასა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობაში ჩართულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ გააგრძელონ საქმიანობა ე.წ. “ხელშეკრულების გადაცემის” პროცედურით რაც ასევე გაუხანგრძლივებს მათ ცხოვრების უფლებას .
იმ შემთხვევაში კი თუ კომპანიის ახალი მფლობელის და შესაბაისად დამქირავებლის მიერ მოთხოვნილ იქნა სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ მის მიერ წარდგენა მოხდა ოფიციალური განაცხადითაც , ეს შესაძლებლობას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს დასაქმების მოლოდინის პერიოდში ასევე მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა ან გაგრძელება. რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს ის უნდა იყოს თვეში 459.83 ევრო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სექტორში გარკვეული ვადით დასაქმების პირობებში გარანტირებული უნდა იყოს მინიმუმ ხუთი სამუშაო დღე.
იხილეთ ასევე 2020 წლის მინიმალური,საბაზისო სახელფასო ცხრილიც რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ ან შეინარჩუნოთ იტალიის ტერიტორიაზე ლეგალური ბინადრობის და მუშაობის უფლება:
(c) https://stranieriinitalia.it