პოლონეთის მთავრობა კონსულტაციებს იწყებს და ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია

0
1053

პოლონეთის მთავრობა კონსულტაციებს იწყებს და ახალი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პოლონეთში უკვე მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1 500-ზე მაღალია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 1 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლონეთის მთავრობა სიტუაციის გამოსწორების გეგმებზე მსჯელობს და რეგულაციების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

26 სექტემბრის მონაცემებით, პოლონეთში „კოვიდ-19“- ის 85 980 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 424 ადამიანი გარდაიცვალა.