მე სამშობლოდან შორს მყოფი ემიგრანტი დავტირი კიდევ ერთ ჩემს თანამემამულეს და გთხოვთ…

0
1828

მე სამშობლოდან შორს მყოფი ემიგრანტი დავტირი კიდევ ერთ ჩემს თანამემამულეს და გთხოვთ დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს …დღე ამ საშინელი ვირუსით ჩემი თანაკლასელი გარდაცვლილა და საშინლად შეძრული ვარ ამ ამბით – გვწერს ქართველი ემიგრანტი ნინო დ. და გვთხოვა მისი ეს მიმართვა გამოგვექვეყნებინა.

როგორც ცნიბილია დღეს საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა.ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა .

რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს მათი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები პანდემიის აქტიური ფაზის პირველ ეტაპზე ესპანეთსა და იტალიაში დადასტურდა.