27 სექტემბრის მონაცემებით სამშობლოში covid-19-ით ინფიცირებული საქართველოს 41 მოქალაქეა დაბრუნებული

0
930

27 სექტემბრის მონაცემებით პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში covid-19-ით ინფიცირებული საქართველოს 41 მოქალაქეა დაბრუნებული. ამის შესახებ ინფორმაცია https://stopcov.ge -ზე იძებნება. საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილი საქართველოს  41 მოქალაქემ მკურნალობა საქართველოს სახელმწიფოს მეთვალყურეობით გაიარა ან გადის.

სამთავრობო უწყებების რეგულაციის თანახმად სამშობლოსი დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე რვადღიან საკარანტინე პერიოდს სახელმწიფოს დაფინანსებით გადის, რის შემდგომაც მას სპეციალური ტესტი უტარდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობისთვის შესაბამის სტაციონარში თავსდება.

საქართველო ამჟამად კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად: ჩინეთს, ირანს, იტალიას, სამხრეთ კორეას, გერმანიას, ესპანეთს, ავსტრიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, ნორვეგიას, დანიას, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს მიიჩნევს.