სალომე ზურაბიშვილი ისრაელში დროებითი დასაქმების ხელშეკრულებას დადებითად აფასებს

0
1533

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში დროებითი დასაქმების ხელშეკრულებას დადებითად აფასებს და საკუთარ ოფოციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: ,, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა.
ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას. ” – აცხადებს პრეზიდენტი.