ათენში გადადებული ქართული წირვა და მოხუცებში სწრაფად გავრცელებადი ვირუსი

0
4333

ათენში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი არქიმანდრიტი სინესიოს კალანდაძის განცხადებით : ,, როგორც იცით წმ. პანტელეიმონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. მოხუცთა თავშესაფარში კორონა ვირუსის 40 შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრის გარდა, მე მგონი, მთელი მთავრობა აქ იყო. ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა, რომ კვირას მხოლოდ ბერძნული წირვა ჩატარდეს. ანუ კვირას არც უკრაინელები ჩაატარებენ წირვას და არც ჩვენ. ” – აცხადებს ქართველი სასულიერო პირი.

ამასთან აღნიშნულ მოხუცთა მოსავლელ ცენტრში “პაციენტ 0-ს” მიაგნეს. და ირკვევა, რომ ის ცენტრის თანამშრომელია, რომელიც დაინფიცირებული იყო და შემდეგ ვირუსი გადასდო მოხუცებსა და თავის თანამშრომლებსაც.საავადმყოფოში გადაყვანილი მოხუცებიდან ერთ-ერთი მათგანი, სამწუხაროდ, მეორე დღესვე გარდაიცვალა. ექსპერტების შეფასებით აღნიშნულ მოხუცთა ცენტრში უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო და სწორედ პროტოკოლის დარღვევის გამო მოხდა ვირუსის “აფეთქება”.

ათენის ცენტრალურ დასახლებებულ პუნქტებში პოლიციამ პატრულირება უკვე წაიწყო დადგენილ რაოდენობაზე მეტ შეკრებილ ადამიანს დაშლისკენ მოუწოდებენ, კანონის დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 150 ევროს ოდენობით.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთ შორის სტატისტიკის მიხედვით განსაკუთრებული სწრაფი ტემპით ვირუსის გავრცელება მოხუცებში ფიქსირდება, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კი გამოვლენილია ატიკის რეგიონში, როგორც ნიკოს ხარდალიასი აცხადებს, მიღებული ზომები შენარჩუნებული იქნება 12 ოქტომბრის ჩათვლით.