ახალი კანონით საზღვრის უკანონდ გადამკვეთები და არალეგალურად მოხვედრილი მიგრანტები ვერც საბუთს და ვერც თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ-პრიტი პატელი

0
6657

დიდი ბრიტანეთი თავშესაფრის მინიჭების სისტემის ცვლილებას გეგმავს. ინციატივას ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, თავშესაფრის მინიჭების ახალი სისტემა იქნება მტკიცე და სამართლიანი. გამოცემა „თაიმსი“ წერს, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ვერ მიიღებენ ის მიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში უკანონო გზით ჩავიდნენ. პრიტი პატელის თქმით, მორალურად გაუმართლებელია თავშესაფრის მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში ჩასასვლელად დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ფული გადაუხადეს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავდა ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულზე საიმიგრაციო ცენტრის აშენებას, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს მათი განაცხადის განხილვის პერიოდში განათავსებდნენ. მთავრობის ინიციატივას „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არაჰუმანური, არაპრაქტიკული და ძვირადღირებული უწოდა.