საყურადღებო ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის! კონტეს მთავრობა კარანტის ვადების შემცირების და საჯარო სივრცეების მკაცრი კონტროლის გეგმაზე გადადის

0
1290

ჯუზეპე კონტეს მთავრობა კარანტის ვადების შემცირების და საჯარო სივრცეების მკაცრი კონტროლის გეგმაზე გადადის. იტალიის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პიერპაოლო სილერის განცხადებით დეკრეტის (Dpcm) პროექტი 7 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდება და მიზნობრივ და მაქსიმალურად ლოკალიზებულ ჩაკეტვებს მოიცავს. (მთავრობის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ სრული ლოქდაუნი აღარ იქნება). მისივე თქმით:,, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ადამიანები თვითიზოლაციაში დიდხანს გაჩერდნენ, რადგან, უკანასკნელი მონაცემებით, SARS-CoV-2-ის საინკუბაციო პერიოდი 4-იდან 7 დღემდე გრძელდება.

იტალიაში უკვე მოქმედებს საკარნინო ახალი ზომები მაგალითად აუცილებელია ნიღბის ტარების მოთხოვნა საჯარო თავშეყრის არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე, ბარებსა და რესტორნების საღამოს არა გვიან საათებში დაკეტვა, ადამიანთა დასაშვები რაოდენობის მკაცრი კვოტები სპორტულ დაწესებულებებსა და გასართობ ადგილებში ასევე მკაცრი რეგულაცია ეხება კინოთეატრებსა და თეატრებს. იტალიის ზოგიერთ ტერიტორიაზე კი ბარები საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე დაკეტილია. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო ხელისუფლების გეგმით სილამაზის სალონების მუშაობა 13 ოქტომბრამდეა შეჩერებული პოტენცის (Porenza, Basilicata) 2 მუნიციპალიტეტში – ტრამუტოლასა და მარსიკოვეტერეში.