თესალონიკში გენ. კონსული ნოდარ კომახიძე კოვიდ დაინფიცირებული ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

0
1630

ქ. თესალონიკში COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით დაინფიცირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც მკურნალობას გადის თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკა AHEPA-ში.ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ეწვია ზემოხსენებულ კლინიკას და შეხვედრა გამართა მკურნალ ექიმთან თეოფილოს ხრისანტიდისთან. ექიმისგან მიიღო ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკის წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში ჩააყენებენ საქმის კურსში მკურნალობის შესახებ გენერალურ საკონსულოსა და ოჯახის წევრებს.