მესაზღვრის მიერ თქვენს პასპორტში ჩარტყმული სიმბოლოების მნიშვნელობა და მისგან გამომდინარე შესაძლო პრობლემები

0
1041

ხშირად ისმის კითხვები მესაზღვრის მიერ პასპორტში ჩარტყმული სიმბოლოების შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს და შესაძლოა თუ არა მათგან გამომდინარე პრობლემები შეიქმნას შემდგომი მოგზაურობების დროს.

თუ თქვენს პასპორტში საზღვრის კვეთის შემდგომ აღმოაჩენთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სიმბოლოებს დაკვირვებით წაიკითხეთ სტატია და გეცოდინებათ რომ:

Α- სიმბოლო (No valid travel document): ნიშნავს,იმას რომ მოგზაურობის დროს თან გაქვთ მოქმედი მოგზაურობის დოკუმენტი. მაგალითად, როგორიცაა ვადაგასული ან არასწორი პასპორტი.

B (False/counterfeit/forged travel document): თუ თქვენს პასპორტში მსგავსი ნიშანი აღმოაჩინეთ, ნიშნავს, რომ მესაზღვრემ თქვენი სამგზავრო დოკუმენტი ანუ პასპორტი ყალბად მიიჩნია, რაც საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.

C (No valid visa or residence permit): მსგავსი სიმბოლოს მესაზღვრის მიერ ჩაწერის საჭიროება არის მაშინ, როცა პასპორტში არ არის მოქმედი ვიზა ან რეზიდენტობის ნებართვა არ გაქვთ თან, რაც ქვეყანაში შესვლისთვის საჭიროებას წარმოადგენს.

D (False/counterfeit/forged visa or residence permit): თუ მესაზღვრე-ოფიცერმა თქვენს პასპორტში D სიმბოლო მიუთითა, ნიშნავს, რომ სამოგზაურო დოკუმენტი, როგორიცაა ვიზა და რეზიდენტობის ბარათი არასწორი ან გაყალბებულია.

E სიმბოლო (No appropriate documentation justifying the purpose and conditions of stay): იწერება საზღვრის კვეთისას მაშინ , თუ მესაზღვრესთან შენი მოგზაურობის მიზნების დამტკიცება ვერ შეძელი, და ვერც საჭირო დოკუმენტაცია წარადგინე რაც იმას ნიშნავს რომ პასპორტში E სიმბოლო ჩაიწერება.

F ( Has already stayed for three months during a six-month period on the territory of the Member States of the European Union): ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ უკვე დაყავი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სამი თვე და არ გაქვს შესვლის ან დარჩენის უფლება.

G (Does not have sufficient means of subsistence): სიმბოლო მიუთითებს, რომ საზღვრის ოფიცერს ეჭვი აქვს, შენი ფინანსური რესურსების შესახებ.

H (Is a person for whom an alert has been issued for the purposes of refusing entry): აღნიშნული სიმბოლო მიუთითებს, რომ თქვენი იმ კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა უკვე შეზღუდულია გარკვეული მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს SIS (Schengen Information System) სისტემაში ან ეროვნულ რეესტრში დაფიქსირებული მიზეზების. მათ შორის არასასურველ პირად მიჩნევა.

აქვე შეილება ითქვას რომ სიმბოლოთაგან ყველაზე სერიოზული I სიმბოლოა, რომელიც ნიშნავს, რომ შენი შესვლა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან საერთაშორისო ურთიერთობებს.

რაც შეეხება იმას თუ როგორ მოიქცე თუ საზღვარზე მსგავსი სიმბოლო ჩაგიწერეს, აუცილებლად უნდა დაადგინო მისი მიზეზი. ასეთ დროს შეგიძლია მიმართო შესაბამის უწყებებს ან ადგილსამყოფელი ქვეყანაში თქვენი წარმომშობი ქვეყნის დიპ. წარმომადგენელს , კონსულს და ა.შ. რომ გაიგო, რა პრობლემაა ანდა რა გზებით შეიძლება მისი მოგვარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გქონდეთ მოქმედი და სწორი დოკუმენტაცია: პასპორტი, ვიზა, ფინანსური დოკუმენტები და სხვა.

განმარტებას არ საჭიროებს, რომ მსგავსი სიმბოლოები საზღვარზე არასასიამოვნო პროცესის დასაწყისია, პრობლემის მოსაგვარებლად კი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ.

თუ რომელიმე სიმბოლოს თქვენს პასპორტში აღმოაჩენთ, სჯობს, დრო არ დაკარგოთ და შესაბამის უწყებას დაუკავშირდე, როთა გაიგოთ, რა გზებით შეიძლება პრობლემის მოგვარება.