პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა,” – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე კი დეპორტაციის ვიდეო აქვეყნებს და წერს რომ: დეპორტაციები დაიწყო, ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს, არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით.
ეს განცხადებები კი პოლონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 5 მარტს პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის სპეც ოპერაციას მოყვა, რომელთა შორის იყვნენ 24-58 წლის მამაკაცები, რომელთა სადეპორტაციოდ ტრანსპორტირებაც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან მოხდა.