ევროპაში რამდენი ათეულ წელში უფრო მეტი მიგრანტი იცხოვრებს ვიდრე ისტორიულად მაცხოვრებელი მოქალაქე

0
284

ევროპაში რამდენი ათეულ წელში უფრო მეტი მიგრანტი ან მიგრატების შთამომავალი იცხოვრებს ვიდრე ისტორიულად მაცხოვრებელი მოქალაქეები, ევროსტატის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში შობადობა სიკვდილიანობასთან მიმართებაში საგანგაშო მაჩვენებელზეა. კვლევის მონაცემების მიხედვით 2023 წელს ევროკავშირის მოქალაქეების შობადობამ 3 665 000 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,5%-ით ნაკლებია და ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ევროკავშირში შობადობის კლება 1000 ევრომოქალაქეზე 8,7 კოეფიციენტია , სიკვდილიანობა კი 11,5 .

ამავე მონაცემების მიხედვით კი ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა იზრდება, რაც არალეგალური მიგრაციის ზრდით არის განპირობებული.

შობადობის საშუალო მაჩვენებელი ევროპაში ერთ ქალზე მხოლოდ 1,46 ბავშვი იბადება, რაც გაცილებით დაბალია თაობათა ჩანაცვლებასთან მიმართებაში. ბუნებრივი მატება მინიმუმ 2,1 ბავშვს უნდა შეადგენდეს.

ექსპერტების შეფასებით დაბალი შობადობის და მაღალი იმიგრაციის ეს კომბინაცია იწვევს შემაშფოთებელ პროგნოზებს და თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, ევროპა შეიძლება გარდაიქმნას ისეთ სოციუმად, სადაც რამდენიმე ათეული წლის შემდგომ იმიგრანტი მოსახლეობა გადააჭარბებს ადგილობრივ ისტორიულად მაცხოვრებელ მოსახლეობას, რაც ევროექსპერტების აზრით ასევე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თავად ევროპულ კულტურულ იდენტობას.

ევროსტატის კვლევის ანალიზის შედეგად ევროკავშირი უპრეცედენტო მიგრაციული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მასობრივი იმიგრაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს კონტინენტის დემოგრაფიული, კულტურული და სოციალური მომავლის შესახებ, რასაც სწორედ შობადობის საგანგაშო შემცირება იწვევს.