“ბადაგონმა” ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა

0
859

ჩინეთში “ბადაგონის” პარტნიორმა კომპანიამ, “ბადაგონის” თანადგომითა და აქტიური ჩართულობით, ქართული კულტურის ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ქართული კულტურის ცენტრის შესანიშნავი შენობა, თავისი ბრწყინვალე შინაარსითა და მომხიბლავი დიზაინით, ქართული ღვინის, ტურიზმისა და ზოგადად ქართული ბიზნესის ჩინეთში პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მისი თითოეული დარბაზი თუ კუთხე ქართული მონასტრების, ქართული არაჩვეულებრივი ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და ბადაგონის შესანიშნავი ღვინოების დემონსტრირებას ახდენს.