20 იანვარს მიუნხენში, გერმანიის ქართული სათვისტომოს რიგით მეექვსე ნარდის საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა. ტურნირზე შემოსული თანხა 700 ევროს ოდენობით გადაერიცხება ორგანიზაციას „ცხოვრების შანსს“ საქართველოში, რომელიც ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს და ყოველწლიურად არაერთ მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. წლევანდელ ტურნირს ესწრებოდნენ: „Live Chances“ ბორდის წევრები საქართველოდან, ლელა...
  როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს. ავტორი: ლევან ახალაია  1tv.ge
რომის პაპმა ფრანცისკემ ჩილეში მესაზე განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის კარის დახურვა ქრისტიანული საქციელი არ არის. პაპმა მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გადარეცხა სიღარიბემ, უსამართლობამ და ექსპლუატაციის მსხვერპლებიგახდნენ. ფრანცისკეს თითქმის ხუთწლიანი პაპობის განმავლობაში საკვანძო და მთავარ თემას მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა წარმოადგენს. პონტიფიკოსი ჩილედან პერუში გაემგზავრება, სადაც ლათინო-ამერიკულ ტურნეს დაასრულებს. „ღარიბთა ტირილი ლოცვასავითაა, ის აღებს ჩვენს გულებს და გვასწავლის როგორ ვიყოთ მიმღებლები“, – მიმართა მესაზე დამსწრეებს პაპმა ფრანცისკემ. ავტორი: თეი კანაშვილი  1tv.ge
დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში ლორდ კოლინა ჰიგბორისშეკითხვის პასუხად განაცხადა. კოლინა ჰიგბორმა ლორდ უიმბლდონსჰკითხა, რამდენად არის ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და...
14 იანვარს, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ბრიტანელი მაყურებლის წინაშე პირველად  წარსდგა. მგალობლების სოლო კონცერტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონის ლოცვა-კურთხევითა და ლონდონში არსებული ქართული ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს ინიციატივით ჩატარდა. ლონდონში გამართულ ღონისძიებას, როგორც დიდ ბრიტნეთში მცხოვრები ქართველები, ასევე მათი ბრიტანელი...
მეტოქე ამ ეტაპზე ბელგიელი რუბენ ბელემანსი იყო. ის მსოფლიოს 117-ე ჩოგანია და პირველ წრეში მოულოდნელად მოუგო ფრანგ ლუკ პუიეს. მსგავსი: AusOpen 2018 - 15 წლის უკრაინელი მესამე რაუნდშია მაგრამ ბასილაშვილის წინაააღმდეგბემელმანსი უშანსოდ იყო. რეალური ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში გაიმართა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თანაბარი იყო, მაგრამ მე-11 გეიმში ქართველმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქე სამი ბრეიკის წყალობით გაანადგურა,...
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარინა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: „დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე,რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყო საუზმეს ვამზადებდი,რომ ჩემს მობილურ ტელეფონში მესიჯის შემოსვლის ზუმერი მომესმა.უმალ ჩავრთე ტელეფონი და ჩემდა გასაკვირად უცხო ქალბატონი მთხოვდა მეგობრობას.უმალვე დავეთანხმე,რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ტოსკანა ეწერა.თანამემამულე ემიგრანტს...
კვიპროსის მთავრობის და კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ხრიზოსტომოს II-ის გადაწყვეტილებით საქართველოს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამონასტრო მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადმოეცა. კვიპროსის რესპუბლიკაში, კვიპროსის ეკლესიისა და კვიპროსის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 12 595 კვ.მ მიწის ფართობი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადმოეცა, სადაც ევროპაში ყველაზე მასშტაბური ქართული სამონასტრო კომპლექსი აშენდება. დიალოგი მხარეებს შორის აღნიშნული ქონების საქართველოს მხარისათვის საჩუქრად გადმოცემის თაობაზე...
არჩილ ჭეიშვილი პირველია საქართველოდან, ვინც ჰარვარდის ბაკალავრიატი დაამთავრა და შემდეგ ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია – „პალატინ ანალიტიკსი“ დააფუძნა. ჰარვარდში სწავლის პარალელურად, არჩილი უნივერსიტეტში სამი სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო, მათ შორის ერთ-ერთის დამფუძნებელი თავად გახლავთ. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ ფონდში –  Bridgewater Associates-ში, სადაც...
სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო პაპუაშვილი, ისრაელის საზღვარზე არსებულ არაადამიანურ სიტუაციაზე და საკუთარ გამოცდილებაზე წერს. პაპუაშვილი მოუწოდებს ქართველებს ისრაელში გამგზავრებაზე საერთოდ უარი თქვან, რადგან ეს ყველასთვის საშიშია. როგორც ის წერს, 13 კაციანი ჯგუფი თბილისიდან ისრაელისკენ 8 იანვარს გაემგზავრნენ, მოსალოცად. ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ ამ მოგზაურობისთვის ყველა დოკუმენტი მოწვევიდან დაწყებული სასტუმროს ჯავშნით, მოწესრიგებული ჰქონდათ. ამის...