საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი რომელიც საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. კანონპროექტის თანახმად, პენსია შემდეგნაირად დაგროვდება დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან : ...
ლევან გორგაძე მესამე ევროპელი სუმოისტია, რომელმაც სუმოს უმაღლესი ჯილდო – იმპერატორის თასი მოიპოვა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა, რომელიც 2018 წლის პირველ ბაშოზე დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგში გამოდის, ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა – მე-14 ტურში, იაპონელი შოჰოზანის ძლევით გაინაღდა ამ გამარჯვებით ლევან გორგაძემ 12-ქულიანი დადებითი ბალანსი მოიპოვა (13 მოგება და 1 წაგება)...
შვილები იძულებულნი არიან, შეეგუონ ახალ ცხოვრებას - დედის გარეშე და ელოდონ მის ჩამოსვლას. დედები და შვილები, მათი ურთიერთობები და პრობლემები. ამ საკითხებზე ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრება. - ფსიქოლოგიური კუთხით რას ცვლის მიგრაცია დედა-შვილის ურთიერთობაში?   - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვილის ასაკს. ფსიქოლოგიაში დადგენილია პიროვნების განვითარების სტადიები, თითოეულ სტადიას აქვს თავისი ფსიქოლოგიური კანონზომიერებები, თავისი კრიზისული...
საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. კანონპროექტის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამჟამად 45 დღეს შეადგენს, 90 დღემდე იზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობისა და ჯარიმების შემოღება იგეგმება. მთავრობაში აცხადებენ, რომ...
The ERGEM case study Georgian Diaspora and Migrant Communities in Germany, Greece and Turkey – Transnational realities and ties with Georgia was launched by ICMPD on 2 May 2014 in Tbilisi at a special event at the National Parliamentary Library of Georgia, in cooperation with the Office of the State Minister...
ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის , ამ სახელწოდებით თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა   - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს სთხოვა...
ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში, პარასკევს შუადღეს დაფიქსირდა. გეოდინამიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრა 6,6 ბალიანი იყო, ეპიცენტრი იყო სამოსი, თუმცა იგრძნობოდა ასევე ატიკას რაიონშიც. ეპიცენტრი არის სამოსის ჩრდილოეთით, ზღვის მიდამოებში და პირველადი ინფორმაციის თანახმად, ფოკალური სიღრმე დაახლოებით 10 კილომეტრია. ინფორმაციის თანახმად,კუნძულ სამოსზე შენობების დაზიანებაზე ან ჩამონგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ართველმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი წელს ირანში გადავიდა და ამ ქვეყანაში კარიერას წარმატებით აგრძელებს. ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "ზობ აჰანის" წევრია და წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, და არა მხოლოდ თამაშობს - გუშინ მან ამ ტურნირში, 90-ე წუთზე, გამარჯვების გოლი...
ეს 38 წლის მაია კუტივაძეა. 8 თვეა სიმსივნეს ებრძვის. უკვე მე_4 სტადია აქვს, Coney Island Hospital_ში წევს აპარატზეა შეერთებული. ექიმები აპარატიდან მოხსნას აპირებენ, რადგან ყველანაირი იმედი გადაწურული აქვთ. საქართველოში ჰყავს 2 შვილი - 13 და 15 წლის გოგონები, მეუღლეს გაშორებულია და ოჯახსაც ძალიან უჭირს. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ მისი...