იტალიაში ემიგრანტები საჯარო განცხადებას ავრცელებენ და თანამემამულის დასახმარებლად თანადგომას ითხოვენ. ისინი საჯაროდ მიმართავენ თანამემამულეებს და პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთობისკენ მოუწოდებენ: ,,ემპოლში მცხოვრებო ქართველებო.უკვე თითქმის ყველამ ვიცით,რომ ქალბატონ დოდო კუბლაშვილს სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა საქართველოში და ფული გროვდება.ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების,შეგიძლიათ ემპოლში ქართველების სალონში,ქალბატონ მარიკასთან მიხვიდეთ.ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება...
“ამბობენ, შვილი ყველაზე ტკბილიაო, შვილების გამო დედა ყველაფერს გააკეთებსო… შვილების გამო არ ხართ ემიგრანტები გადახვეწილები?
დედას გადაჩვეულ და ფულს შეჩვეულ თაობას გვეძახიან!
დედას როგორ უნდა გადაეჩვიო? თქვენ რომ ამბობთ, შვილი ტკბილიაო, რომელ შვილს არ სჭირდება დედა? რომელ შვილს არ უნდა, აცრემლებული...
,,ათენის ქართული სახლი’’ დარეჯან ღამბაშიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებითსაქველმოქმედო საღამო გაიმართა – “ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი”. საღამოს სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი პოეტები.
ღონისძიება ყოველწლიურად დედაენის დღეზე ჩატარდება და ტრადიციული გახდება. ამ წლის სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტის სტუმრები არიან: ხათუნა შავგულიძე, საიდ მულიანი, ჯიმშერ ბედიანაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ზურაბ...
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას პირველ მაისამდე აჩერებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.
მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის...
პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას. ნოემბრის ბოლოს, პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი, კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. კანონი ძალაში ეტაპობრივად შევა 2020 წლამდე.
„მსგავსი შეზღუდვები არის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისი არ იქნება. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშია მსგავსი შეზღუდვები, მაგალითად, საფრანგეთში,...
თაკო მელიქიშვილის 4 წლის შვილს მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. რატი არ მეტყველებს. როგორც მომღერალი და რადიოწამყვანი ამბობს, შვილი ერთი წლის წინ თურქეთში ჰყავდა კონსულტაციაზე, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვადასხვა თერაპიული აქტივობა დაუნიშნეს. მარტოხელა დედა აქამდე შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დამოუკიდებლად ართმევდა თავს, ახლა უკვე ეს აღარ...
„გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი… ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი… “ — წერს სოციალურ ქსელში ქართველი დიზაინერი თეო ოთარაშვილი, რომელმაც ამ ნაზი და ფაფუკი ქსოვილით ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სელენა გომესის კაბა შექმნა.
თეო ოცნებების ასასრულებლად ნიუ-იორკს...
ქართველი ემიგრანტები ესპანეთში საქართველოს საელჩოსთან კვირას 3 საათზე აქციას აანონსებენ.
საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
და სამძიმარს უცხადებენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაღუპულთა
ოჯახებს. ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში
https://www.facebook.com/bossviveo/videos/1846118612172573/?t=11
ზვიად ძიძიგური 28 ოქტომბერს ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: “ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ, ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს...
დღეს გერმანიაში მიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ასობით ადამიანი ქუჩებში მხოლოდ ერთი მოთხოვნით გამოვიდა - ისინი გერმანიასა და ევროპაში დევნილებთან მიმართებაში სიძულვილის ტალღის შეჩერებას ითხოვენ.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ მიგრანტები ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ხშირად ხდებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ისინი ამბობენ, რომ გერმანიაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ და ანგელა მერკელს ქმედითი ზომებისკენ...
































