„ვიზალიბერალიზაცია გადახედვას არ ექვემდებარება, ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, – განაცხადა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას. „შემიძლია გითხრათ, როგორც გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, როგორც ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა. ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტის მიუხედავად, ეს არის...
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ინფორმაციას უნგრული მედია „ვიზეარის“ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რომის, ბოლონიის, კატანის, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით ბილეთები 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ დაიჯავშნება.
უცხოეთში დღეს მრავალი ქართველი იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიასპორის მოქმედება და საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. ილია მეორის თქმით,...
საახალწლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელმაც აფხაზ მომხმარებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებულია ავტომობილი, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის სანომრე ნიშნებია დამონტაჟებული. ფოტოს თან ერთვის მცირე ვიდეორგოლიც.
ფოტოს ავტორი ალიას კუკავა აღმოჩნდა, - სოხუმის 26 წლის მკვიდრი. მან დაუდასტურა “სპუტნიკს”, რომ პარიზში აფხაზური სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა.
"საფრანგეთის დედაქალაქში რუსული...
ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსთველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის აღსანიშნავი ღონისძიება. საზოგადოების წარმომადგენლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. გერმანიაში ვეფხისტყაოსნის და ზოგადად ქართული კულტურის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას. tvpirveli.ge
https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=Ox_51bNJtUA
სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით „უცნობის“ მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი...
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს, შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისები სეული-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს...
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ.
„კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ...
ევროპის ყველაზე გლობალურმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მა 2017 წელი შეაჯამა. საიტმა გამოავლინა საუკეთესო მოთამაშეები და ხუთეულები, სადაც ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია საკმაო დოზით ფიგურირებს.
საუკეთესონი ევროპაში მოთამაშეთაგან
2017 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელად სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს ევრობასკეტზე ვერცხლი მოუტანა, ხოლო “ფენერბაჰჩეს” – ევროლიგა მოაგებინა. იგი ამჟამად “საკრამენტოს” ღირსებას იცავს.
ბოგდანოვიჩთან...































