იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში 28 წლის საქართველოს მოქალაქე დაკავეს. ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელს რეჯიო ემილიას საპატიმროში იხდიდა. თავისუფლების აღკვეთა მას შინაპატიმრობით შეეცვალა, რის გამოც ვიტერბოს პროვინციაში ბრუნდებოდა. როდესაც სადგურზე მივიდა, პოლიციამ იგი დააკავა. დაკავების მიზეზი ქურდობა გახდა, კერძოდ ზემოხსენებულმა...
„როგორ დავბრუნდეთ საქართველოში?“ – ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვწერენ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
სტამბოლი, ანკარა, იზმირი – ეს არის სამი დიდი ქალაქი, სადაც თავს იყრიან თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ კი ავტობუსებით მათ საქართველოში აბრუნებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი ჯანჯღავამ მოაწოდა,...
როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 7 აპრილს დაგეგმილია რეისი თბილისი-ათენი-თბილისი, აღნიშნული რეისს კომპანია ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესის ფარგლებში.დადგენილი წესის თანახმად, მთავრობასთან შეთანხმებულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით.მიმდინარე წლის 5...
ესპანეთის ხელისუფლება 14 მარტს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას 26 აპრილამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება სამეცნიერო კომიტეტთან თათბირის შემდეგ მიიღო.
საგანგებო მდგომარების კიდევ ორი კვირით გახანგრძლივების თხოვნით ესპანეთის პრემიერმა პარლამენტის მიმართა.
„ბევრისთვის...
ყურადღება! გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას, 07.04.2020-ის ათენის რეისთან დაკავშირებით: 2020 წლის 30 მარტიდან, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დააწესა ძალიან მკაცრი შეზღუდვები, საზღვარგარეთიდან საბერძნეთში რეპატრიაციის მსურველთათვის. დასახელდა მხოლოდ სამი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ საბერძნეთში დაბრუნება. ეს ეხება როგორც ბერძნებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა.ბილეთის შეძენამდე,...
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 760 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 13 915 ადამიანი დაიღუპა.
ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2477-ით გაიზარდა.
ყველაზე რთული მდგომაროება კვლავ ლომბარდიის რეგიონშია.
საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.
დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მთ შორის ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდო. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.
ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს....
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.
აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება.
უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ...
ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 950 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 9 053 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 100 ათასს გადასცდა.