იტალიაში ქართველი ქალი დააკავეს

0
12261

იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში 28 წლის საქართველოს მოქალაქე დაკავეს. ი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელს რეჯიო ემილიას საპატიმროში იხდიდა. თავისუფლების აღკვეთა მას შინაპატიმრობით შეეცვალა, რის გამოც ვიტერბოს პროვინციაში ბრუნდებოდა. როდესაც სადგურზე მივიდა, პოლიციამ იგი დააკავა. დაკავების მიზეზი ქურდობა გახდა, კერძოდ ზემოხსენებულმა მოქალაქემ მატარებელში ჩემოდნის მოპარვა სცადა რა დროსაც პოლიციამ შენიშნა. იგი დაკავებული იქნა ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ჩემოდანი დაუბრუნდა კანონიერ წარმომადგენელს. წერს იტალიური მედია.