იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ​542 ადამიანი გარდაიცვალა

0
997

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 542 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1,3%-ითაა გაზრდილი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1195 ადამიანს დაუდასტურდა.

ამასთან, გაზრდილია ვირუსის შედეგად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში განიკურნა 2099 ადამიანი. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26 491-ია.

სულ იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსი 139 422 ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 17 669 ადამიანი.წყარო 1tv.ge