ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ $232 მილიონი დახარჯეს. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის პირველი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს დაახლოებით 21%-ით აღემატება. ქართველთა მიერ უცხოეთში დახარჯული თანხა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადასხდელო ბალანსის სტატისტიკის შესადგენად დათვალა. ტურიზმის ასეთ სწრაფ განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს...
საქართველო კვების პროდუქტების წარმოებაში ევროპულ სტანდარტებს ნერგავს, რაც ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გაუიოლებს. თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იმისთვის, რათა გაიზარდოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა და ევროპულ მაღაზიებში მეტი ქართული პროდუქცია გაჩნდეს, ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი, განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი...
მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 22 მაისიდან კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განახორციელებს. 14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591...
ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსებს თურქეთის ტერიტორიაზე 1-ლი აგვისტოდან დააჯარიმებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯარიმის ოდენობა 180 ევროა, პლუს 15 დღით ავტოსადგომზე იძულებითი გადაყვანა. ქართული მხარის თქმით, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და კანონის ამოქმედბა გარდაუვალია, რადგან ასეთია თურქეთის პოზიცია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები მოლაპარაკების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს მყისიერად ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. თურქეთის ტერიტორიაზე ქართული...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროექტების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა:...
1tv.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერი ყოფილა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  წერს. შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით...
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები, რაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას გულისხმობს, ემიგრანტებს არ შეეხებათ. ეს განმარტება ნეტგაზეთთან საუბარში ეროვნულ ბანკში გააკეთეს. 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირები ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 2018 წლის 12 ივლისამდე  უნდა გაიარონ. “ეს ცვლილება ეხება ეროვნულ...
  უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში Les Penitentes-ში და ქალაქ სომურში La Dive Boutteille-ში. სააგენტოს ინფორმაციით, La Dive Boutteille ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში,...