საქსტატის ცნობით საქართველოში შეკერილი ბიუსტჰალტერების ექსპორტით თურქეთი ლიდერობს

0
1951

1tv.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერი ყოფილა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  წერს.

შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით 1 400 პროცენტით, 2017 წელთან შედარებით კი 62 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემების თანახმად, ბიუსტჰალტერების ექსპორტი, ძირითადად, თურქეთში ხორციელდება.