Home თურქეთი

თურქეთი

სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება. მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.-...
გუშინ, 11 დეკემბერს დილით თურქეთის დედაქალაქში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის  ეთერ ქობულაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. აღსანიშნავია რომ , იგივე მიზეზი დასახელდა ათენში რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის - მარინა...
თურქული ენის შემსწავლელი საბჭოს (TDK) თავჯდომარემ პროფესორმა, გურერ გულსევინმა განაცხადა, რომ  მსოფლიოს მასშტაბით თურქული ენის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მან ამის შესახებ, ანტალიაში გამართული ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თურქული ენის შემსწავლელი კურსები არის გახსნილი. გულსევინმა კონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ თურქული ენის მიმართ ინტერესის...
სულ ახლახანს თურქეთის დედაქალაქში ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის ,,უკან მომავალში" პრეზენტაცია შედგა. რის შემდეგაც წიგნის ავტორმა ემიგრანტების მისამართით ემოციური წერილი გამოაქვეყნა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,, არ გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც დღეს სტამბულში, ქართველ ემიგრანტებთან ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაციის დროს დამეუფლა , ადამიანები, რომლებიც ერთ მოფერებაში - ათს მიბრუნებდნენ, ერთ სიყვარულში...
თურქეთში უცხოელები 250 ათასი დოლარიანი (219 000 ევრო) სახლის შეძენის შემთხვევაში მოქალაქეობას მიიღებენ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი ახალი რეგულაცია უწყებაში ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეობის მიღება 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. ახალი რეგულაციით, მსურველი როგორც კი ფულს გადაიხდის და იჯარას ხელს მოაწერს,...
სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის...
1tv.ge მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო პროდუქტი ბიუსტჰალტერი ყოფილა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ პროდუქციის ექსპორტმა 1.8 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  წერს. შედარებისთვის, 2016 წელს ბიუსტჰალტერების მთლიანმა ექსპორტმა მხოლოდ 124 ათასი დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 1,158 მილიონი დოლარი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტი 2016 წელთან შედარებით...
გიორგი დადიანი საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს  თურქეთში მყოფი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის და წერს რომ : ,,თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს წარსულში ბინადრობაზე(oturma izni) მოგივიდათ უარყოფითი გადაწყვეტილება(iptal), და ისევ იმყოფებით თურქეთის რესპუბლიკაში,მაგრამ უახლოეს ხანში აპირებთ წასვლას საქართველოში სასურველია მიგრაციის სამსახურიდან აიღოთ ბინადრობის განაცხადზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც ითვალიაწინებს 10დღეში თურქეთის რესპუბლიკის დატოვებას. სასურველია იმიტომ,რომ...
ქართველი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით, ყველაზე ხშირად, გერმანიაში მიდიან - ასეთია IPM-კვლევების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კვლევიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და მსგავსი გეგმები არც აქვს. გარდა ამისა, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილია თურქეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში, სადაც საქართთველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ცესკოს მონაცემებით თურქეთში სამ ქალაქში გახსნის სამ საარჩევნო უბანზე შეძლებენ ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები ხმა მისცენ საკუთარ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, კვიპროსში ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო...