უცხოელებისთვის თურქეთის მოქალაქეობის მიღების ახალი რეგულაციები ცნობილია

0
1733

თურქეთში უცხოელები 250 ათასი დოლარიანი (219 000 ევრო) სახლის შეძენის შემთხვევაში მოქალაქეობას მიიღებენ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი ახალი რეგულაცია უწყებაში ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ წინა რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეობის მიღება 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი.

ახალი რეგულაციით, მსურველი როგორც კი ფულს გადაიხდის და იჯარას ხელს მოაწერს, მოქალაქეობას მაშინვე მიიღებს.  თურქეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მდიდარ ადამიანებს ინვესტიციის სანაცვლოდ ე.წ „ოქროს ვიზებს“ სთავაზობს.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი სქემა აქვს, რომელიც საკუთარ ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, 28 ქვეყანაში თავისუფლად
გადაადგილდეს.

ხოლო პორტუგალიური პროგრამა უცხოელებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ და იმუშაონ ქვეყანაში, თუკი ისინი 500 ათასი ევროს ღირებულების ქონებას შეიძენენ. გარდა ამისა, საშუალებას აძლევს შენგენის ზონაში თავისუფლად იმოძრაონ და მოქალაქეობა მოითხოვონ.