თურქული ენის შემსწავლელი საბჭოს თავჯდომარემ აღიარა რომ მსოფლიოს მასშტაბით თურქული ენის მიმართ ინტერესის ზრდას თურქული სერიალები განაპირობებს

0
1415

თურქული ენის შემსწავლელი საბჭოს (TDK) თავჯდომარემ პროფესორმა, გურერ გულსევინმა განაცხადა, რომ  მსოფლიოს მასშტაბით თურქული ენის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მან ამის შესახებ, ანტალიაში გამართული ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თურქული ენის შემსწავლელი კურსები არის გახსნილი. გულსევინმა კონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ თურქული ენის მიმართ ინტერესის გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი თურქულ სრიალებსაც მიუძღვით, რადგან თურქული სერიალები, ამერიკულ სერიალების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ყურებადი სატელევიზიო პროგრამა გახლავთ.