თურქეთის საზღვრის კვეთის უფლება საქართველოს ათას მოქალაქეს შეეძლება

0
1706

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან თურქეთში გადასვლის მსურველთა რეგისტრაციის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგისტრაციისა და მოქალაქეთა უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. საქართველოდან თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი 1 000-ზე მეტმა პირმა მიიღო, ხოლო თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს. ნებართვის მიმღებ პირებს თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები შვიდი დღის განმავლობაში აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ეგზავნებათ. აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს მოქალაქეების დახმარებას რეგისტრაციის და ყველა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს სამი თვის ვადით შეუძლიათ გამგზავრება.