საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8741 ლარი ეღირება, ევრო – 3.1270 ლარი 13 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8686 ლარი ღირდა, ევრო – 3.1317 ლარი,  დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 თებერვალს შევა...
ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე უკვე მრავალი წელია, რაც საბერძნეთში წარმატებით მოღვაწეობს. საშემსრულებლო ნიჭის გარდა, ის გამორჩეული გემოვნებით იწონებს თავს, რის გამოც 2017 წელს ბერძნულ ჟურნალში - ”CELEBRITY”, იგი სტილის კერპადაც აღიარეს.   თამთა ქართველი ფართო აუდიტორიის წინაშე 2014 წელს ქართულ „იქს ფაქტორში“ გამოჩნდა, ის ჟიურის წევრად მოგვევლინა, პირველივე დღიდან მის მიმართ...
ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ...
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები, რაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას გულისხმობს, ემიგრანტებს არ შეეხებათ. ეს განმარტება ნეტგაზეთთან საუბარში ეროვნულ ბანკში გააკეთეს. 2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირები ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 2018 წლის 12 ივლისამდე  უნდა გაიარონ. “ეს ცვლილება ეხება ეროვნულ...
 www.radiotavisupleba.ge  საგანგაშო ფაქტს ასაჯაროვებს და წერს რომ თურქეთში სეზონურად დასაქმებული საქართველოს 14 მოქალაქე სარფის საბაჟოს გავლით სამშობლოში ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა. როგორც ისინი აცხადებენ, თხილის პლანტაციებში 22 დღის მუშაობის ანაზღაურებას თურქეთის რესპუბლიკაში შვიდი დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. მათი დამსაქმებელი თაღლითი აღმოჩნდა. მან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრები 28 მოქალაქე თურქეთის...
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული წერს, რატომ არ სურს საქართველოში სამედიცინო პრაქტიკა. ზურაბ გურული პოლიტიკურ პარალელს ავლებს საკუთარ სტატუსში და აღნიშნავს: „ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და...
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში Les Penitentes-ში და ქალაქ სომურში La Dive Boutteille-ში. სააგენტოს ინფორმაციით, La Dive Boutteille ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში,...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროექტების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა:...
2017 წლის 27-29 სექტემბერს ქ. ოდესაში (უკრაინის რესპუბლიკა), სარეკლამო სააგენტოს “МедиаКомпасс Украина” - ს ორგანიზებითა და უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შავი და აზოვის ზღვის ასოციაციის (BASPA) კოორდინაციით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი 2017, რომელიც მოიცავდა მე-20 საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური გამოფენას «Transrail Ukraine 2017», სპეციალიზირებულ გამოფენას „კომერციული და...
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან. ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია...